პოპ ვარსკვლავებს შაკირასა და კარლოს ვივეს პლაგიატში ადანაშაულებენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კუბელმა მუსიკოსმა, ლივან რაფაელ კასტელანოსმა განაცხადა, რომ შაკირასა და ვივეს სიმღერა La Bicicleta -ში მისი გუნდის 1997 წლის სიმღერის, Yo Te Quiero Tanto-ს ტექსტის ნაწილი აქვთ დ აკოპირებული.
როგორც ცნობილია,საჩივარი ესპანეთის სასამართლოში შევიდა, სადაც შაკირა ცხოვრობს.
სასამართლოს პრესმდივანის თქმით, საქმე მიმდინარეობს ინტელექტუალური საკუთრების პრობლემის გამო და აქცენტი ორივე მელოდიის სიმღერის ტექსტსა და მელოდიაზე გაკეთდება.
გავრცელებული ცნობით, La Bicicleta-ში შაკირა მღერის, que te sueno y que te quiero tanto” (მე ვოცნებობ შენზე და მიყვარხარ ძალიან), ხოლო კუბელი არტისტი, ლივამი მღერის “yo te quiero, yo te quiero tanto” (მიყვარხარ, მიყვარხარ ძალიან).
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეების შეხვედრა ოქტომბერში შედგა, თუმცა მათ საკითხი ვერ გადაწყვიტეს.
როგორც ცნობილია, შაკირას გუნდი კომენტარზე უარს ამბობს.