ევროპარლამენტის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, იოსეფ დაული „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„რუსთავი 2“-ისსაქმე საქართველოსთვის დემოკრატიის გამოცდაა. ქართველ ხალხს შეიძლება ინფორმაციის მოპოვების ერთადერთი დამოუკიდებელი წყარო ჩამოერთვას“,_წერს დაული.
ის ასევე შეშფოთებას გამოთქვამს და მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პრესის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე დარტყმას უწოდებს.
„ღრმად ვარ შეშფოთებული ბოლო დროს „რუსთავი2“-ის შთანთქმის გამო, რომელიც ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზიაა საქართველოში. ეს არის დარტყმა პრესის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე“,_წერს დაული.