ევროპარლამენტი ამერიკის მოქალაქეებს ევროპაში უვიზო მიმოსვლას უკრძალავს. აღნიშნულ ინფორმაციას THE INDEPENDET ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპარლამენტში მას შემდეგ მიიღეს, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპის 5 ქვეყნის:_ ბულგარეთის, ხორვატიის, კვიპროსის, პოლონეთის და რუმინეთის მოქალაქეების აშშ-ში უვიზო მიმოსვლას მხარი არ დათანხმდა.
როგორც ცნობილია, ამერიკის მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა ვიზით შეეძლებათ.
მაუწყებლის ცნობით, ევროკომისიამ 3 წლის წინ აღმოაჩინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გარიგების ხელშეკრულების პირობებს პირნათლად არ ასრულებს, თუმცა არანაირი იურიდიული ქმედება ჯერ არ განუხორციელებია.
როგორც ცნობილია, შეთანხმებას ასევე ვერ ასრულებენ ავსტრალია, ბრუნეი, იაპონია და კანადა.