რუსეთში, შესაძლოა, „Beauty and the Beast“-ის რიმეიკი გეი პროპაგანდის გამო აიკრძალოს, აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პოლიტიკოსმა ვიტალიმილონოვმაკულტურის მინისტრს, ვლადიმერ მედინსკისფილმის შესახებ წერილი გაუგზავნა.
როგორც ცნობილია, რუსეთში კინო იმ შემთხვევაში აიკრძალება თუ მინისტრი მასში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის შემცველ ელემენტებს აღმოაჩენს.
გავრცელებული ცნობით, მინისტრს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია ფილმზე, რომელშიც ემა უოტსონი მონაწილებს და რუსეთში მისი ეკრანიზაცია 16 მარტს არის დაგეგმილი.
როგორც ცნობილია, ფილმი 1991 წლის ჰიტის ცოცხალი რიმეიკია.
ფილმის დირექტორის, ბილ ქონდონის თქმით, ლეფოუს გმირი, ფილმში ექსკლუზიურად გეი მომენტებს ასრულებს.
როგორც ცნობილია, ფილმის დასასრულს არის დიდი საზეიმო ცეკვა, სადაც ყველა წრეშია და ცეკვისას პარტნიორებს რეგულარულად იცვლიან, ხოლო ლეფოუ მამაკაცის მეწყვილეა. ისინი იყინებიან და ოცდებიან, რის შემდეგაც საზოგადოება იცინის და კადრი მთავრდება.
როგორც ცნობილია, რუსეთის ხელისუფლებამ არასრულწლოვნებში გეი პროპაგანდის გავრცელება 2013 წელს აკრძალა.