ამერიკის შეერთებული შტატები აფზახეთის მიერ 2 კონტროლირებადი გამშვები პუნქტის დახურვას ეხმაურება.
„გურია ნიუსი“ იმ განცხადების თარგმანს გთავაზობთ, რომელიც U.S. DEPARTAMENT OF STATE ავრცელებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო დახუროს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოში კონტროლირებადი 2 გამშვები პუნქტი.
დახურვა კიდევ უფრო ზღუდავს თავისუფლად გადაადგილებას და ადგილობრივ მოსახლეობას აზარალებს.
მსგავსი ქმედებები ადგილობრივ მოსახლეობას არამარტო ჰუმანიტარულ სირთულეებს შეუქმნის, ასევე ხელს შეუშლის ხალხის ნდობას და ძირს უთხრის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომელიც აღიარებული მექანიზმია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებებისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ხელახლა გაიხსნას ეს გამშვები პუნქტები, მისცენ მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების, ხოლო ბავშვებს სკოლაში სიარულის საშუალება. ასევე მისცენ საშუალება ეწვიონ ნათესავებს და მიიღონ საჭირო სამედიცინო მომსახურება.
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.