საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, უფროსის ყოფილი მოადგილის, ნინო კობახიძის ოჯახის საკუთრებაში 3 ბინა და მსუბუქი ავტომობილია. აღნიშნულის შესახებ კობახიძის ქონებრივ დეკლარაციაში წერია, რომელიც მან 2017 წლის 2 მარტს, თანამდებობის დატოვების შემდეგ შეავსო.
დეკლარაციის თანახმად, ნინო კობახიძე ფლობს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 197,91 კვ.მ-ის ფართობის ბინის 50,00%, დანარჩენი 50% მის მეუღლეს, იოსებ დუდუჩავას ეკუთვნის. ბინა ოჯახს, 125000,00 დოლარად, 2016 წელს შეუძენია.
ასევე, იოსებ დუდუჩავას 100,00% საკუთრებაშია, 2012 წელს, 52000,00 დოლარად შეძენილი 89,23 კვ.მ-ის ფართობის ბინა ჭავჭავაძის გამზირზე.
ხოლო ნინო კობახიძე ფლობს (100,00%) 2012 წელს ნაჩუქარ, 120,00 კვ.მ-ის ფართობის ბინას თბილისში, ს.ჩიქოვანის ქუჩაზე. გარდა ამისა, ნინო კობახიძის 100,00%-იან საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა Mercedes-Benz GLA, რომელიც 2015 წელს 38000,00 ევროდ უყიდია.
რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, გასულ წელს, ნინო კობახიძეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის პოსტიდან 94500,00 ლარის შემოსავალი მიუღია.
თუმცა, გარდა ამისა, ოჯახს სოლიდურ შემოსავლები სამეწარმეო საქმიანობიდანაც აქვს მიღებული. კერძოდ, ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ნინო კობახიძე 70%-იან წილს ფლობს შპს „ICS“-ში (პარტნიორი ჯემალ ინაიშვილი), რომლის საწარმოო კაპიტალის ღირებულება 200,00 ლარს შეადგენს, თუმცა, გასულ წელს ამ კომპანიის საქმიანობიდან მას 151540,20 ლარი მიუღია.
ნინო კობახიძის მეუღლე იოსებ დუდუჩავა კი, შპს „გრადბურგ დეველოპმენტის“ დირექტორია. დეკლარაციის თანახმად, შპს-ს (თანაპარტნიორები – ნინო ლოლაძე, ირაკლი ჟორჟოლიანი, ლია სულამანიძე, ნინო ნოღაიდელი, რუსუდან ჯალაღონია) საწარმოო კაპიტალი 369998,08 ლარს შეადგენს. დუდუჩავას გასულ წელს ამ პოსტიდან 6000,00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
გარდა ამისა, იოსებ დუდუჩავა არის შპს „ტექ-მედიას“ პარტნიორი და 25,00% -ის მფლობელი (თანაპარტნიორები – ) ნანა ალანია, დავით მეშველაშვილი), რომლის საწარმოო კაპიტალი 1054400,00ლარია. დუდუჩავას შემოსავალი ამ შპს-დან გასულ წელს 226646,22 ლარი ყოფილა.
დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ ოჯახი შპს ICS-ის (სამართლებრივი ფორმა შპს გრას სავუა ჯორჯია), რომელიც საბროკერო დაზღვევას წარმოადგენს, 50,00%-იან წილს ფლობს.
რაც შეეხება დეკლარაციის შევსებისას ოჯახის ანგარიშებზე არსებულ თანხებს ასე გამოიყურება:
ნინო კობახიძეს “ლიბერთი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 89,24 დოლარი; 141,63ლარი;1,80ევროჰქონდა.
საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე (იპო ოფსეტ ბარათი) 6,00 ლარი, ხოლო საკრედიტო ანგარიშზე – 10000,00 ლარიჰქონდა. ხოლო ანაბრებზე – 4701,07 დოლარი და 4701,07დოლარი.
იოსებ დუდუჩავას კი, ტერა ბანკის სახელფასო ანგარიშზე 109,65 ლარი ერიცხებოდა; ხოლო “საქართველოს ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე – 7104,59 დოლარი.
დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ოჯახის სახელზე რამდენიმე სესხია.
კერძოდ, იოსებ დუდუჩავას სახელზეა 43000,00-დოლარიანი იპოთეკური სესხი, რომელიც მას 2015 წელს აუღია და ვადა 2022 წელს ეწურება. პროცენტის დასაფარად კი, გასულ წელს საქართველოს ბანკისთვის 6192,59დოლარი გადაუხდია.
ასევე, მის სახელზეა 3600,00-დოლარიანი იპოთეკური კრედიტი, რომელიც იოსებ დუდუჩავას 2016 წელს აქვს აღებული და ვადა 2021 წელს ეწურება. გასულ წელს კი, საქართველოს ბანკს 240,78დოლარი გადაუხადა.
ასევე, 2016 წელს აქვს აღებული 40000,00-დოლარიანი იპოთეკური სესხი საქართველოს ბანკიდან (ვადის ამოწურვის თარიღი – 25.05.2021), პროცენტის დასაფარად კი, 5212,57 ლარი აქვს გადახდილი.
რაც შეეხება ნინო კობახიძეს, საკრედიტო ბარათი ამერიკან ექსპრეს გოლდიდან 2015 წელს 10000,00დოლარი აქვს გამოტანილი (ვადის ამოწურვის თარიღი – 30.09.2019), რისთვისაც მან საქართველოს ბანკს 2374,84 ლარი გადაუხადა.
კობახიძის სახელზეა ასევე, ლიბერთი ბანკიდან 2013 წელს აღებული 350000,00-ლარიანი სესხი, რომლის პროცენტის დასაფარადაც მან გასულ წელს 44486,41 ლარი გადაიხადა, ვადა კი, 2015 წელს ეწურება.
დეკლარაციაშია ასევე აღნიშნულია, რომ ნინო კობახიძეს მინდობილობით აქვს გადაცემული შპს ICS-ის წილი.
ამავე დეკლარაციის თანახმად, იოსებ დუდუჩავამ, 2015 წელს, შპს „ტექმედიას“ 25% წილი უსასყიდლოდ გააჩუქა.
ასევე, იოსებ დუდუჩავას, გასულ წელს, 7500,00 დოლარად საკუთარი ავტომობილი MITSUBISHI PAJERO გაუყიდია.
რაც შეეხება ოჯახის სხვა გასავლებს, დეკლარაციის თანახმად, ნინო კობახიძეს სკოლა ევროპულისთვის 10000,00ლარი, ხოლო საბავშვო ბაღისთვის 5000,00ლარი გადაუხდია.
ცნობისთვის, ნინო კობახიძე ცოტა ხნის წინ, პოსტის დატოვების შემდეგ, სადაზღვევო კომპანია Global Benefits Georgia-ს დირექტორი გახდა.