სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს. საქმე ეხება მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გაყვანის ფაქტს. საქმეზე 17 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა მსჯელობს.
სტრასბურგში იმყოფება ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთო კახიძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მარიამ სხილაძის ინფორმაციით, ამ წუთებში სასამართლო შესვენებაზეა გასული.
“სასამართლომ მოისმინა მხარეების გამოსვლა (30-30 წუთი). ამ დროისთვის გავიდა მოკლე შესვენებაზე. სხდომა განახლდება მხარეების მიერ დამატებითი არგუმენტების წარდგენით (10-10 წუთი)” _ წერს სხილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.