„UNESCO General Conference“-ის რეგლამენტის მიხედვით, 2002 წლიდან ნოემბრის მესამე ხუთშაბათს აღინიშნება ფილოსოფოსის მსოფლიო დღე. ამ დღის დაწესება უკავშირდება საზოგადოებაში მიმდინარე გლობალური სოციალურ-კულტურული გარდაქმნების საერთო პლატფორმის პოვნას, ადამიანების ზიარებას ფილოსოფიურ მემკვიდრეობასთან, ყოფითი აზროვნების სფეროს გახსნას ახალი იდეებისათვის, მოაზროვნეთა და სამოქალაქო საზიგადოების სტიმულირებას საჯარო დებატებისათვის საზოგადოებაში არსებული გამოწვევების მიმართ. მრავალი ფილოსოფოსი ირწმუნება, რომ ფილოსოფიის არსი მდგომარეობს განცვიფრებაში და სინამდვილეშიც, ფილოსოფია იბადება ადამიანთა შეგნებაში საკუთარი თავისა და იმ სამყაროს შეცნობის ბუნებრივი მისწრაფებისაგან, რომელშიც ისინი არსებობენ. ფილოსოფია გვასწავლის აზროვნებას აზროვნების შესახებ, ფუნდამენტური ჭეშმარიტებების კვლევას, არსებული მონაცემების ნიადაგზე საკუთარი დასკვნების კეთებას. საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა კულტურებში ფილოსოფია საფუძველს უყრიდა კრიტიკულ, დამოუკიდებელ და შემოქმედებით აზროვნებას.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved