მეცნიერებმა ბოტოქსის ალტერნატიული აბი შექმნეს _ მცენარეულ კომპონენტებზე დამზადებულ აბს შეუძლია ეფექტურად ებრძოლოს ნაოჭებს და დააქვეითოს მისი ინტესივობა 10%-ით. პრეპარატის მოქმედება, მეცნიერების მიერ, გამოკვლეული იყო 166 ქალბატონზე, რომელთა საშუალო ასაკი 61 წელი იყო.
მცენარეულ კომპონენტებზე დამზადებული ბიოლოგიური დანამატის “Dove Spa Strength Within” კვლევამ აჩვენა მისი ეფექტურობა ე.წ. “ბატისფეხა” ნაოჭებთან ბრძოლაში. პრეპარატი ბოტოქსის საუკეთესო ალტერნატივაა, ასე მიაჩნიათ მეცნიერებს.
პრეპარატის ერთი თვის მარაგის ღირებულებაა 35 ფუნტი და ის ლონდონში უკვე გაყიდვაშია.
“Dove Spa Strength Within” შემადგენლობაშია სოიოს კომპონენტები, ვიტამინები, ცხიმოვანი მჟავა ომეგა -3, ასევე, ნივთიერება სახელწოდებით ლიკოპინი, რომელიც პომიდვრის ტომატებში გამოიყენება.
კვლევა 14 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და ქალბატონებს, რომლებიც ამ პერიოდში იღებდენენ აბებს გაუუმჯობესდათ სახის კანი, ის უფრო ელასტიური და ახალგაზრდული გახდა.