საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფის წევრები, რომელიც 6 საათიდან აშუქებდნენ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციას,
პოლიციის მიერ გაშვებული ცრემლსადენი გაზით მოიწამლნენ.
ამის შესახებ საზოგადოებრივი იუწყება.
ჟურნალისტების გარდა მოწამლულები არიან რიგითი მოქალაქეები, აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კაფე-ბარებში მომუშავე ადამიანები
და არასამთავრობო ორგანიზაციიის წარმომადგენლებიც.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ცრემლსადენი გაზი პოლიციამ მას შემდეგ გაუშვა, რაც აქციის მონაწილეების მხრიდან ქვების სროლა დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ რეზინის ტყვიებიც გამოიყენა, თუმცა, ამას არცერთი ოფიციალური მხხარე არ ადასტურებს.