აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის ზაალ მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის ბათუმის კლინიკებში 21 პაციენტია შეყვანილი.
როგორც მან საზოგადოებრივს განუცხადა, მათ შორის, 11 პოლიციელია.
პაციენტები ბათუმის ორ კლინიკურ საავადმყოფოში არიან გადანაწილებულნი.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 11, ხოლო რეფერალურ კლინიკაში 10 პაციენტია შეყვანილი.
ყველაზე მძიმედ ერთი პაციენტის – დეპუტატის „ქართული ოცნებიდან“, ირაკლი ჭეიშვილის მდგომარეობაა, რომელსაც სახის ტრავმა აქვს. კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ გადაწყდება, დასჭირდება თუ არა ოპერაციული ჩარევა.
ბათუმში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაშავებული არიან აქციის მონაწილეებიცა და პოლიციელებიც.