“ასეთ კრიტიკულ მომენტში მიდის ქვეყნის პოლიტიკური ძალების სრული ლუსტრაციაც.
ერთი კი ნათლად ჩანს, რომ, ჯერჯერობით გამორჩეულად მხოლოდ ისევ და ისევ ნაცები და მათი რუპორები ცდილობენ ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას და
ყველაფერს იკადრებენ სიტუაციის ესკალაციისთვის” _ წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” წევრი ზვიად კვაჭანტირაძე.
მისივე თქმით, ეს “არ გამოუვათ!”
“რატომ? იმიტომ, რომ ხალხმა კარგად იცის რისი მკადრებლებიც არიან და მაგათ რომ რევანშის საშუალება მისცენ მთელს ქვეყანას ციხეებში ჩაყრიან, განურჩევლად.
ამიტომაცაა, რომ არა აქვთ და ვერ ექნებათ მხარდაჭერა ხალხისგან , თუნდაც მათგანაც კი, ვინც დღეს ჩვენს ხელისუფლებაზეა განაწყენებული.
ამ წუთებში ვანდალების ჯგუფი განაგრძობს ბათუმის ნგრევას და გამანგურებას. ვინც ამათ გამოესარჩლება ისინიც ვანდალები იქნებიან.
ასეთს ბათუმი და ბათუმელები არ იმსახურებენ და კანონით ამ ადამიანებმა უნდა აგონ შესაბამისი პასუხი.
ჩასაფრებულები გვიცქერენ როდის დავუშვებთ საბედისწერო შეცდომას.
ჩვენ დღეს არ გვაქვს ასეთი შეცდომების დაშვების უფლება. არანაირი ხისტი მოქმედება! მხოლოდ ადეკვატური რეაგირება!” _ წერს კვაჭანტირაძე.