გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ამბობს, რომ წუხანდელი ღამე ბათუმში გაატარა.
მისივე თქმით, განვითარებულმა მოვლენებმა 1992 წელი გაახსენა:
„წუხელ იქ ვიყავი _ მსგავსი ეგზალტირება არასოდეს და არსად მინახავს. ვიღაცის უხილავი ხელით დაიწყო პროცესების მეორე ნახევრის მართვა.
თავიდან, მართლა სპონტანურად დაიწყო, ხოლო შემდეგ ყველამ ნახა რაც იყო.
გამახსენდა თბილისი, 1992 წელი და სამოქალაქო ომის კადრები _ გაოგნებული ვარ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გუბერნატორმა.
გურიის პირველი პირი მიიჩნევს, რომ ყველაფრის საფუძვლიანად შესწავლა უნდა მოხდეს:
„ყველაფერი საფუძვლიანად არის შესასწავლი _ პატრულიდან დაწყებული ბოლო წუთამდე განხორციელებული ქმედებებით დამთავრებული“ _ ამბობს გია სალუქვაძე.