გუშინ, ბათუმში განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება.
“2:0 – რუსთავი 2-ს გეგმა ჩაეშალა ( გამარჯვება სტრასბურგის შეჩერება კი არ იყო – რო იზეიმეს წაგებულ ომსავით- არამედ ის, რომ ვერ წამოაგეს ხელისუფლება და იმედის მსგავსად, მათ არც შეუჩერებიათ, არც დაუშლიათ და საერთოდ, არაფერი უმოქმედებიათ უზენაესი სასამართლოს განაჩენის შედეგად… ამ დროს კი რ2-ის შეგირდები ყველა უცხოელს აფრთხილებდნენ კულუარულად, რომ მზადდებოდა ღამით თუ დილით 8 მარტსვე შევარდნა. გუშინ, ღამე ბათუმის გეგმა ჩაეშალათ. თუმცა, ყველაფერი მზად იყო _ ჯერ საზოგადოებრივი მოულოდნელი პროტესტი (რომელი და ვისი მოქმედებით გამოწვეულია ეს, სერიოზულად გამოსაძიებელია, თუნდაც სახელმწიფო ინსტიტუტების შიგნით) და შემდეგ, სრულიად უცხოდ საქართველოსთვის, ორგანიზებული ვანდალიზმი (1989 წლიდან რომ არ გვინახავს. 2009 წელს ასდღიანი აქციების ბოლოს ვწერდი კიდევაც, თუ როგორი მშვიდობიანი უნდა იყოს ერი, რომელიც ამდენი ძალადობის მიუხდავად, არც ერთი მანქანის შუშას თუ ვიტრინას არ ჩამოელეწავს). აქაც გამზადებულ ხაფანგში არ/ვერ ჩაითრიეს ხელისუფლება : ახალგაზრდების დარბევა, ნაციონალების უკვე გამოცხადებული სოლიდარობა (თბილისის, რუსთავის ქუჩებში), თურქეთის საზღვარზე დესტაბილიზაციით აპელირება და მსოფლიო თანამეგობრობისთვის მიმართვების დაგზავნა! მთელი ღამე კი უძახეს სამართალდამცველებს უნიათო უმართავი სიტუაციის წინაშე, მაგრამ დარბევაზე და გადამეტებული ძალის გამოყენებაზე ვერ აიყოლიეს. ორივე შემთხვევაში, თუნდაც გათვლა იყო შიდა უკმაყოფილების მასშტაბურ პროტესტად ქცევა და გარეთ ხელისუფლების ერთი წარმატების სიმბოლურ და პოლიტიკურ დონეზე ანუ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ანუ ქვეყნის დისკრედიტაცია. ამ ყველაფერზე ოპოზიცია და მისი რუპორები ( მართლაც ლუსტრაცია) წავიდნენ ღიად! ბათუმის ღამის ხანძრების შუქზე ბევრი რამ გახდა ნათელი… მესამე რაუნდი ახლა იწყება: როგორ მოერევა ხელისუფლება ამ ახალ გამოწვევას?! გამოძიება ჩატარდეს სრულყოფილად (ამდენი დაუსრულებელი გამოძიების ფონზე! ამდენი ჩაბუდებული დივერსანტი სახელმწიფო სტრუქტურებში). მტკიცებულებები ისეთი დონის იყოს, რომ გარეთ და შიგნით უპასუხო კითხვები არ დარჩეს და ყველა ისე დაისაჯოს, როგორც ეკადრება სახელმწიფოს… თუმცა, ვერ უნდა გადაიყვანონ, რაც არ უნდა ამას საზოგადოების შეურაცხყოფილი ნაწილი (და გასაგებად) ითხოვდეს, სამართლებრიივ ჩარჩოს გარეთ. და ეს იქნება 3:0!” _ წერს ზურაბიშვილი