“ანტისახელმწიფოებრივი მავნებლები და ამ ქვეყნის მოძულეები ბრძანდებით ყველა, ვინც გუშინ ბათუმში განვითარებულ მოვლენებში ენმ-ს ადანაშაულებთ” _ წერს სოციალუქ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე.
ხერხეულიძე ხელისუფლებას მიმართავს და აღნიშნავს, რომ მათი ადგილი “მკაცრი იზოლაციის პირობებშია”:
“საკუთარ უსუსურობას და დანაშაულებრივ უმოქმედობას ფარავთ ბინძური განცხადებებით და საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრით. ამის ჩამდენებს გძულთ ეს ქვეყანა და მხოლოდ უბედურებაში ხედავთ ბედნიერებას.
თითი თითზე არ დაგიკარებიათ ბათუმის აღმშენებლობაში და ამიტომ გიადვილდებათ იოლად უყუროთ როგორ ნადგურდება ქალაქი. აგრესიული ხალხი იქამდე მიუშვით, სანამ ბოლო უკანასკნელი მოლოტოვის კოქტეილი არ გამოელიათ.
მერე სპეცნაზი კამერებთან გაშალეთ და დარიგებული ტექსტი ამეორებინეთ _”არავინ არ ცემოთ”. სამაგიეროდ, უპატრონოდ დააგდეთ ნაცემი და განადგურებული ბათუმი. სამარცხვინოები ხართ, გულისამრევი კარიერისტები!
სახლში გასაშვებადაც არ მემეტებით, ისეთი მავნებლები ხართ,რომ მკაცრი იზოლაციის პირობებშია მხოლოდ თქვენი ადგილი” _ წერს ხერხეულიძე.