ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმში აქციაზე დაკავებულ 7 პირს ხუთდღიანი პატიმრობა შეეფარდა, დანარჩენი 9 კი გაათავისუფლეს, მათ შორის სამი არასრულწლოვანია.
გუშინ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სულ 16 პირის საქმე განიხილეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული 40 ადამიანიდან, 7-ის გარდა, ყველა ხელწერილით გაათავისუფლეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მათ მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მაინც გრძელდება და ისინი სასამართლოს წინაშე წარდგებიან.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.