სოჭის ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე, ოქსანა სევასტიდი, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შეიწყალა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მაღაზიის მეპატრონე 2008 წელს საქართველოში მეგობრისთვის მიწერილი 2 მოკლე ტექსტური შეტყობინების გამო დააპატიმრეს.
გავრცელებული ცნობით, სევასტიდმა მამაკაცს, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ხანმოკლე ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაიცნო, მიწერა, რომ რუსეთის სამხედროები აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ახლოს მოძრაობდნენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, სევასტიდი აღნიშნული შეტყობინების გაგზავნის გამო გასულ წელს ღალატის ბრალდებით გაასამართლეს და 7 წლით გამოსასწორებელ კოლონიაში გაგზავნა მიუსაჯეს, ხოლო იმ მამაკაცის ადგილმდებარეობა, რომელსაც მან შეტყობინება გაუგზავნა, ამ დრომდე უცნობია.