ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ჩხვირკვია პარტიიდან გარიცხულია.
“ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარტიასთან შეუთანხმებლად ირაკლი ჩხვირკიას მიერ გაკეთდა არაერთი განცხადება და ქმედება, რომელიც ახლაც გრძელდება და არ გამოხატავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოზიციას. მეტიც, მისი ქმედებები ენმ-ის პოზიციის საწინააღმდეგო იყო და არის. ამ დროისთვის ირაკლი ჩხირკვია პარტიიდან გარიცხულია”, _ ნათქვამია ენმ-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.