გაზეთ ქრონიკა+-ის რედაქტორის,ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაკავებული, რაც ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს. ინფორმაციას ამის შესახებ ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისივე თქმით,2 საათია დაკავებულთან ადვოკატს არ უშევებენ.
ან ნაცემია, ან ახლა ცდილობენ მტკიცებულებების შექმნას, _ აღნიშნავს ჟურნალისტი.
კილაძე შვილის დაკავებას თავის საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ პოლიციასა და იქ არსებულ დარღვევებზე ერთი კვირის წინ სკანდალური სტატია გამოაქვეყნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ 1989 წელს დაბადებულ მამაკაცს ნარკოტიკული საშუალება ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა.
უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ.