ე. წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვა დასრულდა. დეკანოზის უფლებადამცველის თქმით, ბრალდებულმა საქმესთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა.
,,ჩვენ ვთვლით,რომ მამა გიორგიმ აბსოლუტურად დეტალურად გასცა პასუხი, როგორც კრედიტთან დაკავშირებით, ისე სხვა კითხვებს _ რატომ მიდოდა, როგორ მიდიოდა. კრედიტი რომ გამოიტანა, მან შეიძინა ევრო და დოლარი. დანარჩენი თანხა აქვს ანგარიშზე, რაც შეეხება თანხებს, სად რამდენი დაიხარჯა, ყველაფერი დეტალურად თქვა ჩვენების დროს“, _ ამბობს მიხეილ რამიშვილი.
რაც შეეხება საქმესთან პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის შემხებლობას, ადვოკატი აცხადებს, რომ სოსო ოხანაშილი არანაირად არ უკავშრდება ამ საქმეს.
“არ ვიცი, ინფორმაცია საიდან მოდის სოსო ოხანაშვილზე თანამზრახველი თუ ეჭვმიტანილი… ვისაც ბრალი აქვს წაყენებული, იმის დანაშაული ვერ დამტკიცდება და სოსო ოხანაშვილი არანაირ შემხებლობაში არ არის საქმესთან და ვერ ვხედავ გამოძიების კვალზე სვლას, რომ სოსო ოხანაშვილი შეიძლება რამე შუაში იყოს”, _ აცხადებს რამიშვილი.
დაცვის მხარისგან განსხვავებული პოზიცია აქვს სახელმწიფო ბრალდებას. როგორც ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განუცხადა, გიორგი მამალაძე დასმულ შეკითხვებზე პასუხისგან თავის არიდებას ცდილობდა. მისივე თქმით, მამალაძის მიერ მიცემული ჩვენება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ შეესაბამება.