“საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის განცხადებები და კამპანია სასაცილოა ” _ განაცხადა ვიცეპრემეირმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ.
მისივე თქმით, “სასაცილოა, რადგან არსებობს საკონსტიტუციო კომისია. შეიძლება რაღაც გონიერს ამბობს, მაგრამ არცერთი მისი წარმომადგენელი შეხვედრებს არ ესწრება. რაც წამოიწყო, მისი პიარკამპანიის ნაწილია”.
შეგახსენებთ, რომ კამპანიის “კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რეგიონებში შეხვედრებს მართავს. პირველი შეხვედრა ქვეყნის პირველმა პირმა გუშინ, თელავში გამართა.