ცენტრალურ მექსიკაში, ვერაკრუზის შტატში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, სამარხში 250-ზე მეტი ადამიანის თავის ქალაა ნაპოვნი.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაკრძალული ადამიანები სავარაუდოდ ნარკოკარტელის მსხვერპლები არიან.
როგორც ცნობილია, იდენტიფიკაციის პროცესი რთული და ნელი იქნება.