თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის არგუმენტები გაითვალისწინა და გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილს დავით ხარშილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას და დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ხარშილაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved