გაზეთ “ქრონიკა+”-ის რედაქტორი ელისო კილაძე თავისი შვილის, დავით ხარშილაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება.
“ორთვიანი პატიმრობა, როგორც მოსალოდნელი იყო. ჩემი შვილი არის ბიძინა ივანიშვილის მძევალი. დღეიდან ჩემი ყველა დღე არის თითო აგური ამ ხელისუფლების დემონტაჟის გზაზე”, _ წერს ელისო კილაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს ხარშილაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცავებმა დავით ხარჩილაძე რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მას გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებას ედავება.