20 მარტამდე საქართველოში პერიოდულად ნალექიანი ამინდი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, დღეს საქართველოში დასავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, მაღალმთაში _ იქნება თოვლი.
“16 მარტს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით 11-16 გრადუსი; მთაში 5-10 გრადუსი; მაღალმთაში 2-7 გრადუსი იქნება.
თბილისში დღეს, დღის ბოლოს ასევე წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15 გრადუსი იქნება.
17 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში დღისით გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი წვიმა შენარჩუნდება.
დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური 14-19 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 12-17 გრადუსი იქნება.
18-19 მარტს საქართველოში ამინდი კვლავ იწვიმებს.
18 მარტს საქართველოში დასავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს, რომლის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება.
20 მარტს კი საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარებს”.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved