შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია ბათუმში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში იხსენებს:
“სანამ გამთენიას სპეცდანიშნულების რაზმი ქალაქში გავიდოდა, პოლიციელებს შს მინისტრი შეხვდა. მეც იქ ვიყავი. ეზოში ცივი სიჩუმე იდგა. ამ სიჩუმეში შორიდან ისმოდა აგრესიული შეძახილები, მსხვრევის ხმა და გაისმა მინისტრის სიტყვები – მიუხედავად ყველაფრისა, იცოდეთ, იქ ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები არიან. ყველაფერი გააკეთეთ ისე, რომ არც ერთი მათგანი არ დაზიანდეს!
ეს ფრაზები იმ დილით მან ბევრჯერ გაიმეორა.
დიახ, შსს-მ ახალი სტანდარტი დადო და ამ სტანდარტის შესახებ ყველამ გაიგო. მინისტრის ეს მკაცრი ინსტრუქცია, მოგვიანებით, სპეც.რაზმმაც ექოსავით აიტაცა.
ესაა თანამედროვე პოლიციის სახე. სხვაგვარად რომ იყოს, აქ არც ვიმუშავებდი.
დღეს ეს ღირებულებებია ამ უწყების საყრდენი, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერასაც საჭიროებს, მიუხედავად პოლიტიკური თუ სხვა სახის კუთვნილებისა. ეს ყველას პოლიციაა და მე ამის გულწრფელად მჯერა!” _ წერს პერტაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე