“მნიშვნელოვანია, დაცული იყოს მიზნობრიობა”, _ ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ჯანელიძემ საქართველოს მოქალაქეებისთვის ის რეკომენდაციები გასცა, რომლის მიხედვითაც ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ევროპის ქვეყნების საზღვრებზე უნდა იმოქმედონ.
“მნიშვნელოვანია, დაცული იყოს მიზნობრიობა და ყველა, ვინც გაემგზავრება, გაემგზავროს მოკლევადიანი ვიზიტის მიზნით და ჰქონდეს ყველა დამადასტურებელი საბუთი – უკან დასაბრუნებელი ბილეთი, შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი იმისთვის, რომ არ შეექმნას პრობლემა საზღვარზე. ჩვენ ამ მიმართულებით მაქსიმალურად ვართ მობილიზებული, ჩვენი საკონსულოები შესაბამის ტრენინგებს გადიან, ჩვენ გვეხმარებიან ევროპული სტრუქტურები, რათა კარგად მომზადდეს ჩვენი შესაბამისი სამსახურები და სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ დავიწყეთ აქტიური კამპანია ქვეყნის შიგნით, ეს გულისხმობს ვიდეორგოლების და საინფორმაციო მასალების მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ჩავდივართ რეგიონში, სადაც ვუხსნით ჩვენს მოქალაქეებს, თუ რას ნიშნავს ვიზალიბერალიზაცია, რისთვის შეიძლება და რა მიზნით გამგზავრება ევროპის ქვეყნებში. ეს კამპანია იქნება ძალიან აქტიური მომდევნო კვირების განმავლობაშიც”, – განაცხადა ჯანელიძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved