თურქმა მებაჟეებმა ავტომობილში მოწყობილ სპეციალურ სამალავში მყოფი საქართველოს მოქალაქე ლ.მ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული ინტერნეტგამოცემა www.hurriyet.com.tr -ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაკავებული ავტომობილის სავარძელში იყო ჩამალული და საზღვრის გადაკვეთას არალეგალურად ცდილობდა.
გავრცელებული ცნობის თანახმად, დაკავებული სტამბულში ჩადენილი დანაშაულისათვის იძებნებოდა. თუმცა, ჯერჯერობით, არ ზუსტდება თუ რა დანაშაულისთვის არის იგი ძებნილი.
ამ დროისათვის უცნობია ისიც, თუ რა ბედი ელის ავტომობილის მფლობელს, საქართველოს მოქალქე მ.შ-ს.