იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკისმიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს. კონფერენცია, რომლის თემა მიწის მმართველობა და სიღარიბისდაძლევაა, მიწის მმართველობის სფეროში ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას წარმოადგენს და მასში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვაქვეყნის სახელმწიფო, კერძო, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებენ.
„მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტი – როგორც წარმატებული რეფორმის მაგალითი” და „ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებასაქართველოში – რევოლუცია მიწის ადმინისტრირების სფეროში” – ამ მოხსენებებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის”მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერი ელენე გრიგოლია კონფერენციის ორ სხვადასხვა თემატურ სესიაზე წარდგებიან. აღნიშნულმა მოხსენებებმა საერთაშორისო ინტერესი გამოიწვია და შესაბამისად, კონფერენციის ორგანიზატორებმა მსოფლიოსსხვადასხვა ქვეყნიდან მიღებული მოხსენებებიდან ორივე თემა შეარჩიეს.
მოხსენებას „ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენება საქართველოში – რევოლუცია მიწის ადმინისტრირების სფეროში”, რომელსაცკონფერენციაზე სააგეტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე წარადგენს, საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციისბლოკჩეინის გლობალურ ქსელში ინტეგრირებას მიეძღვნება. საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინისტექნოლოგიურ ინოვაციას უძრავი ქონების რეგისტრაციაში იყენებს.
მეორე მოხსენებაში „მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტი – როგორც წარმატებული რეფორმის მაგალითი”, მსოფლიო ბანკის მიერდაფინანსებული „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის”, მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერი ელენეგრიგოლია იმ რეფორმას წარადგენს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო და ქვეყანაში მიწის რეგისტრაციამნიშვნელოვნად გაამატივა. რეფორმის მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონებისრეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. მოიხსნა ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა. რეფორმა უძრავი ქონების რეგისტრაციისპროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.
მიწის მმართველობისა და სიღარიბის თემაზე მსოფლიო ბანკის რიგით მე-18 კონფერენცია ქ. ვაშინგტონში იმართება. კონფერენცია ისეთსაკითხებს მოიცავს, როგორიცაა: მიწის მმართველობისა და სოციალურ-ეკონომიკური გავლენის შეფასების კვლევა, მიწისადმინისტრირების სერვისების მიწოდება, გეოსივრცითი მონაცემების და ტექნოლოგიების გამოყენება, მიწა და ურბანიზაცია, მიწისგამოყენება ინფრასტრუქტურის, ინვესტიციების და კატასტროფების რისკის შემცირების კუთხით, მიწაზე საკუთრების უფლების დაცვათანასწორობისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით და სხვ. ღონისძიების ფარგლებში ასევე მიწისმმართველობის სფეროში უახლესი მიღწევები და რეფორმები იქნება განხილული.
ვიზიტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „საქართველოსირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის” ხელმძღვანელებსა და კონსულტანტებს შეხვდება.
კონფერენცია 24 მარტს დასრულდება.
(R)