საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციური სამართლის ექსპერტს, ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორს, ქრისტოფ დეგენჰარტს შეხვდა.
მხარეებმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასა და კონსტიტუციური რეფორმის შესახებ ისაუბრეს.
„ვისაუბრეთ საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, რომელთა რეფორმირება უნდა განხორციელდეს – მათ შორის, პარლამენტთან, მართლმსაჯულების სისტემასთან, ადამიანის უფლებებთან, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე“,_განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ქრისტოფ დეგენჰარტმა.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.