დედაქალაქსა და საქართველოს დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდა იგეგმება, _ ამის შესახებ საკრებულოს “ევროპული საქართველოს” ფრაქციის წევრებმა ირაკლი აბესაძემ და მამუკა ახვლედიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ირაკლი აბესაძემ დღეს საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე მთავრობის 2 მარტის გადაწყვეტილების შესახებაც ისაუბრა, რომლითაც სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობა რეგულირებადი სფერო გახდა და დიდი ქალაქის მერებმა კომპანიებთან ერთად უნდა დაადგინონ სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობის ტარიფი.
„მერის განცხადება ეკონიმიკური თვალსაზრისით, ძალიან საფუძველსმოკლებული და არასერიოზულად გამოიყურება. იმ ეკონომიკური ვარდნის პირობებში, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს, შეუძლებელია, სამწლიანი სტაბილური პროგნოზი გააკეთო რომელიმე სფეროში, მითუმეტეს, სატარიფო რეგულირების თვალსაზრისით. იქნება თუ არა 80 თეთრიანი ტარიფი შენარჩუნებული, იქნება თუ არა გაზრდილი 10 თეთრიანი ტარიფი შენარჩუნებული, ეს გვაინტერესებს ჩვენ”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე ტარიფი მომდევნო სამი წლის განმავლობაში არ გაიზრდება. რაც შეეხება კერძო მიკროავტობუსებს, ნარმანიას განმარტებით, არც აქ არ არის ზრდა მოსალოდნელი, ვინაიდან, ეს სფერო ხდება რეგულირებადი – ,,კომპანია მუნიციპალიტეტთან შეთანხმების საფუძველზე ტარიფს ვერ გაზრდის და ეს ტარიფი, მინიმუმ, შემდგომი სამი წლის განმავლობაში იქნება შენარჩუნებული”, _ განაცხადა დავით ნარმანიამ.