დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტს მალე დატოვებს. ამის შესახებ THE INDEPENDENT-ის ინფორმაციით, სენატორმა დაიან ფეინშტეინმა განაცხადა.
მაუწყებლის ინფორმაციით, სენატორი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი თანამდებობას იქამდე დატოვებს, ვიდრე მას გადადგომას აიძულებენ.
ის ასევე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ბევრი რამ გააკეთა, რის გამოც იმპიჩმენტს იმსახურებს.
„ჩვენ ახლა ვმუშაობთ რამდენიმე კანონპროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს ინტერესთა კონფლიქტის მოგვარებას“, _ განაცხადა სენატორმა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ფეინშტეინი, ასევე, გამოეხმაურა ტრამპის ვაჟის ვიზიტს დუბაიში, სადაც მან ახალი გოლფის კლუბი გახსნა.
„ვფიქრობ, რომ ვაჟი სხვა ქვეყანაში ფინანსური გარიგების მოტივით გაგზავნა და მას აქვს ფარული ხარჯები“, _ აცხადებს სენატორი.
მაუწყებლის ცნობით, სენატორი არ არის პირველი ადამიანი, ვინც ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი თეთრ სახლს საკუთარი ნებით დატოვებს.
გავრცელებული ცნობით, ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას რამდენიმე ანალიტიკოსიც ვარაუდობს. მათ შორის, ალენ ლიტჩმენი, რომელსაც 1984 წლის შემდეგ პროგნოზირების პროფესორი შეარქვეს.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, რიჩარდ ნიქსონი არის ერთადერთი პრეზიდენტი, ვინც გადადგა იქმდე, ვიდრე უოტერგეიტის სკანდალის გამო იმპიჩმენტს გამოუცხადებდნენ.
რაც შეეხებათ პრეზიდენტებს, ენდრიუ ჯონსონს და ბილ კლინტონს, მათ თეთრი სახლი იმპიჩმენტის გამოცხადების გამო დატოვეს.