შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, საბურთალოზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.
“ნაპოვნია გატაცებული ავტომობილი. საქმეზე გამოძიება სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს”, _ აღნიშნავენ შსს-ში.
ცნობისთვის, დღეს, საბურთალოზე, იარაღის მუქარით მამაკაცს ავტომობილი წაართვეს და გაიტაცეს.
გატაცებული იყო BMW-ს მარკის X5 სერიის ავტომობილი.