BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ თვითმფინავის სალონში მგზავრებისთვის დიდი ელექტრონული მოწყობილობების ატანა „ისლამური სახელმწიფოდან“ მომავალი საფრთხის არსებობის გამო აიკრძალა.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების გარდა გარკვეულ რეისებზე მსგავსი შეზღუდვები დიდმა ბრიტანეთმაც დააწესა.
გავრცელებული ცნობით, „ისლამური სახელმწიფო“ ქვეყანაში ასაფეთქებელი მოწყობილობების ლეპტოპებში ჩამონტაჟებას და ამ გზით თვითმფრინავში შეტანას გეგმავს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი 68 ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან შეხვედრას „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხის განსახილველად გამართავს.
როგორც ცნობილია, ვაშინგტონის მოლაპარაკებები იქნება 2014 წლის დეკემბრის შემდეგ პირველი შემთხვევა, როდესაც კოალიციის წევრები სრული შემადგენლობით შეიკრიბებიან.
ამავე თემაზე:
აშშ რვა ქვეყნიდან ჩასულ მგზავრებს ელექტრონული მოწყობილობების შეტანას უკრძალავს