გახდომისთვის ზოგიერთს მუდმივად სჭირდება იმის შეხსენება, რომ დროა წონაში დაიკლოს. სხვებისთვის კი, საკმარისია საკუთარი მოტივაცია.
დიდი ბრიტანეთში სტოკ-ონ-ტრენტის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქალაქის მსუქან მცხოვრებლებს მოკლეტექსტური შეტყობინებები დაეგზავნებათ თხოვნით _ წონაში დაიკლონ.
მესიჯით ხელისუფლება ჭარბწონიან მოქალაქეებს შეახსენებს სწორი კვების მნიშვნელობას და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრების სარგებელს.
არსებული მონაცემებით, სტოკ-ონ-ტრენტში ამჟამად 70 ათასი ადამიანი ჭარბწონიანია.
აღნიშნული პროექტისთვის ხელისუფლებამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 ათასი ევრო გამოყო. პირველ ეტაპზე პროექტში მონაწილეობას 500 ადამიანი მიიღებს, რომლებმაც ამაზე თანხმობა განაცხადეს.
ჭარბწონიანი ადამიანები მსგავსი შინაარსის SMS-ებს 10 კვირის განმავლობაში მიიღებენ: „ხშირად გამოიყენეთ კიბე“, „მიირთვით ხილი და ბოსტნეული“ და ასე შემდეგ.