რუსეთის პარლამენტის ყოფილი წევრი, დენის ვორონენკოვი კიევში გასროლით მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას THE TELEGRAPH ავრცელებს.
უკრაინის პოლიციის ცნობით, რუსი პოლიტიკოსი დაუდგენელმა პირმა უკრაინის დედაქალაქში ერთ-ერთი მაღალი კლასის სასტუმროს შესასვლელთან მოკლა, ხოლო დაცვა დაჭრა.
როგორც ცნობილია, მომხდარს უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტი უწოდა.
გავრცელებული ცნობით, პოროშენკო მსხვერპლს აღწერს, როგორც მთავარ მოწმეს, რომელმაც უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ განხორციელებული რუსული აგრესიის შესახებ აღიარებითი ჩვენება მისცა.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი რუსეთის მონაწილეობას მკვლელობაში აბსურდულს უწოდებს და იმედოვნებს, რომ უკრაინული მხარე მომხდარს სათანადოდ გამოიძიებს.
გავრცელებული ცნობით, 45 წლის ვორონენკოვი უკრაინაში საცხოვრებლად გასული წლის შემოდგომაზე გადავიდა და მას უკრაინის მოქალაქეობა ჰქონდა მინიჭებული.
როგორც ცნობილია, მან რუსეთი მეუღლესთან, მომღერალთან და პოლიტიკოსთან, მარია მაკსაკოვასთან ერთად დატოვა, რის მ იზეზადაც ქვეყნის უშიშროების ორგანოების მიერ დევნა დაასახელა.