მსოფლიოში ყველაზე პატარა ყავის მადუღარა სიმაღლეში სულ რაღაც ერთი სანტიმეტრია. მისი დიზაინი იტალიელ იუველირს, პიერტო მარმოს ეკუთვნის.
გარდა იმისა, რომ მინიატურულ ყავის მადუღარაში 2 ფილტრია და მისი კორპუსი ვერცხლისგან არის დამზადებული, მას გემრიელი ყავის მომზადება სულ რაღაც 25 წამში შეუძლია. არომატული სასმელის მოსამზადებლად რამდენიმე გრამი ყავა და 10 წვეთი წყალია საჭირო.
ამ შედევრის შესაქმნელად იტალიელი იუველირი რამდენიმე თვე მუშაობდა. მან ყავის მადუღარას ასევე მინიატურული ჭიქაც დაუმზადა, რომელიც მთლიანად სუფთა ოქროსგან არის შექმნილი.
ამ დროისთვის იუველირი ჩაის სერვიზის შექმნაზე მუშაობს, რომელიც გარდა იმისა, რომ მინიატურული და მთლიანად ძვირფასი ლითონისგან დამზადდება, ძვირფასი თვლებითაც გაფორმდება.