ახალი ზელანდიის მცხოვრებმა სტივ სენდვოსმა პოპულარულ ონლაინ-აუქციონ “TradeMe”-ზე მის მიერ აწყობილი საწოლი გაიტანა, რომელიც ცარიელი ლუდის ბოთლებისგან შედგება. “The Dominion Post”-ის ცნობით, საწოლი 3 ათას ახალზელანდიურ დოლარად გაიყიდა.
სენდვოსის თქმით, იდეა მეგობართან ერთად ლუდის სმის დროს დაებადა. მეგობრებს ერთი წლის განმავლობაში ბევრი ცარიელი ბოთლი დაუგროვდათ, რომელთაც დანიშნულება მოუძებნეს.
საწოლი 318 ბოთლისგან შედგება. მის აწყობას სენდვოსმა ერთი წელი მოანდომა. აუქციონის საიტზე საწოლი განთავსებიდან რამდენიმე დღეში 73 ათასმა ადამიანმა დაათვალიერა.
გაყიდვიდან მიღებულ თანხას ახალზელანდიელი საკუთარი ქორწილის ორგანიზებაში დახარჯვას.