ცოტა ხნის წინ ქალაქ ჩიკაგოში გაყიდვაში გამოიტანეს სახლი, რომელშიც 6-დან 18 წლის ასაკში ცნობილი მწერალი ერნესტ ჰემინგუეი ცხოვრობდა. სახლი აშენებულია 1906 წელს და დღეს ის 525 ათას დოლარად იყიდება. ამის შესახებ გაზეთი “Chicago Tribune” წერს.
გასული საუკუნის დახვეწილი, კლასიკური, ამერიკული ვილის ფართი 390 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სახლის ინტერიერმა დღემდე შემოინახა ჰემინგუეის დედის გრეის ჰოლის ხელით გაფორმებული დეკორაციები. ამავე სახლში ერნესტის მამა კლარენს ედმონდ ჰემინგუეი კერძო პრაქტიკას ეწეოდა და პაციენტებს საკუთარ კაბინეტში იღებდა.
ასევე დღემდე შემონახულია მუსიკის ოთახი, სადაც ახალგაზრდა ერნესტი ნოტების სწავლით იყო დაკავებული.
“დედამ ერთი წელი სკოლაში არ გამიშვა, რათა მუსიკის გაკვეთილები კარგად მომემზადებინა. ის ფიქრობდა, რომ ამის შესაძლებლობა მქონდა, მაგრამ მე მუსიკის ნიჭი არ აღმომაჩნდა“, _ ასე წერდა თავისი ბავშვობის შესახებ მწერალი.
სახლის ახლანდელი მესაკუთრეები იმედოვნებენ, რომ ქონების მყიდველი თავად ამ სახლში არ იცხოვრებს და მას ერნესტ ჰემინგუეის სახელობის კულტურული ცენტრის სტატუს მიანიჭებს.