ლიბიის სანაპიროსთან კატარღების ამოყირავების გამო შესაძლებელია 200-ზე მეტი დევნილი იყოს დაღუპული. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ხუთშაბათს სანაპიროზე 5 ადამიანი გამოირიყა, თუმცა ესპანური ორგანიზაცია PROCATIVA OPEN ARMS-ში მომუშავე დამხმარე პერსონალი ვარაუდობს, რომ 240-მდე ადამიანი შესაძლოა წყლის ფსკერზე ჩაძირულ 2 კატარღას შორის იყოს მოქცეული.
როგორც ცნობილია, დევნილების ნაკადი ჩრდილოეთ აფრიკიდან იტალიის მიმართულებით განსაკუთრებით წელს გაიზარდა, მას შემდეგ, რაც თურქეთსა და საბერძნეთს შორის მარშრუტი დაიკეტა.
გავრცელებული ცნობით, წელს ხმელთა შუა ზღვის გადაკვეთისას 550-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.