კომპანია Google-მა შვედურ ბრენდ Ivyrevel-თან ერთად ახალი აპლიკაცია – Coded Couture წარადგინა, რომელიც კაბის დიზაინს თქვენს ინდივიდუალურ მონაცემებზე დაყრდნობით შემოგთავაზებთ.
აპლიკაცია მოაგროვებს ინფორმაციას თქვენი აღნაგობის, ინტერესების, „ჩექინების“, სპორტული აქტივობების, ამინდის, გეოლოკაციის შესახებ და ამ ყველაფრიდან გამომდინარე თქვენთვის ოპტიმალურ კაბის ესკიზს შემოგთავაზებთ.
ასევე, აპლიკაცია თვისით შეარჩევს ფერს და ნაჭერს. პროგრამა ჯერჯერობით ბეტა-ტესტირების რეჟიმშია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის მსოფლიოში უამრავი ქალის საყვარელი აპლიკაცია გახდება.
წყარო:agora.ge