შპს “New Road”-მა ბუკისციხე-სურების დამაკავშირეებლი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
პროექტი 16,640.00 მეტრი გზის ქვიშა-ხრეშითა და ღორღის საფარის მოწყობას (გზის სიგანე 6 მ) ეზოში შესასვლელების, მიერთებების, ხიდების რეაბილიტაციას, წყალამრიდი მილების და აკვედუკის მოწყობას ითვალისწინებს.
სამუშაოების ღირებულება 2 644 444.00 ლარია და ის ერთ წელიწადში უნდა ჩაბარდეს.