ჯაზფესტივალზე დასასწრები ბილეთები TKT.GE -ზე დღეიდან დაზღვევასთან ერთად იყიდება. ბილეთების დაზღვევას მომხმარებელს ”თიბისი დაზღვევა” ექსკლუზიურად სთავაზობს.
კერძოდ, შავი ზღვის მე-11 ჯაზ ფესტივალზე, რომელიც 27-30 ივლისს იმართება, მომხმარებელს ონლაინ რეჟიმში, TKT.GE -ზე შეუძლია შეიძინოს „თიბისი დაზღვევაში“ დაზღვეული ბილეთები, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ბილეთის მფლობელს ივლისამდე გეგმები შეეცვლება და ვერ მოახერხებს კონცერტზე დასწრებას, ბილეთების ღირებულების100% აუნაზღაურდება.
ბილეთის დაბრუნება და თანხის ანაზღაურება შესაძლებელია კონცერტამდე 7 დღით ადრე ნებისმიერი მიზეზის შემთხვევაში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბილეთის მფლობელმა კონცერტზე წასვლა ავადმყოფობის ან საგზაო შემთხვევის გამო ვერ მოახერხა, კონცერტიდან ერთი კვირის ვადაში აქვს საშუალება, მიმართოს ”თიბისი დაზღვევას” და აინაზღაუროს ბილეთებში გადახდილი თანხა. ამისათვის, საჭიროა მიწეროს ”თიბისი დაზღვევას” ელ. ფოსტაზე insurance@tkt.ge და აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ მისი თანხა მაქსიმუმ 2 სამუშაო დღის ვადაში ჩაირიცხება.
ბილეთების ონლაინ შეძენისას tkt.ge თვითონ გკითხავთ, გსურთ თუ არა ბილეთების დაზღვევა. შესაბამისად, თუ თქვენ მოუცლელი ადამიანი ხართ და თქვენი ცხოვრების სტილი 4 თვით ადრე გეგმების დაწყობის საშუალებას არ გაძლევთ, შეგიძლიათ, ბილეთის ღირებულების 2%-ის ფასად დააზღვიოთ თქვენი ბილეთი. მაგალითისათვის, JAMIROQUAI-ს კონცერტის ბილეთის დაზღვევა 5 ლარადაა შესაძლებელი.
ბილეთების დაზღვევა პროდუქტის სახით ”თიბისი დაზღვევამ” სპეციალურად ჯაზფესტივალისთვის შექმნა და მისით სარგებლობა ნებისმიერ მყიდველს შეუძლია. გარდა ამისა, ბილეთების თიბისი სტატუს და პრაიმ ბარათებით შეძენისას მოქმედებს 15-20% ფასდაკლება.
2017 წლის ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან: JAMIROQUAI, JOSS STONE, DE LA SOUL, CORY HENRY AND THE APOSTLES, MF ROBOTS. ფესტივალს გახსნის CORY HENRY AND THE APOSTLES – ის კონცერტი. (R)