ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას, წუხელ მოწყობილი სლაიდშოუს შემდეგ, დღეს საზეიმო კონცერტი მიუძღვნა ჩოხატაურის კულტურის ცენტრმა, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება ღია ცის ქვეშ იყო დაგეგმილი, თუმცა, უამინდობის გამო, ხელოვნების სასახლეში გაიმართა.