ნიკა გვარამია საზოგადოებრივთან საუბრისას „რუსთავი 2“-ის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. მისი თქმით, ის არსად წასვლას არ აპირებს და არხის გენერალურ დირექტორად რჩება.
“არსად წასვლას არ ვაპირებ. რუსთავი 2-ში ვრჩები და ჩემს საქმიანობას განვაგრძობ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ საზოგადოებრივთან საუბრისას.
კითხვების მის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
“ვერაფრით ვერ ვხვდები, რა მაიძულებს, ქექესთან ერთად მშვიდად ცხოვრების ნაცვლად, აქ ვიყო ომში მანიაკ ავაზაკთან და პასუხად უმადურობას და ზურგში დანებს ვითმენდე და ვიგერიებდე.
მათ შორის, ყველაზე სამწუხაროდ, მეგობრებისგანაც, რომლებსაც პოლიტიკური დაპირისპირების ნიადაგზე, მგონი გონება დაუცურდათ. უნდა ჩავუღრმავდე ერთი ამ საკითხს მოცალეობის ჟამს.”, – წერს ნიკა გვარამია საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე.