ლიტვის პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე ქართველ ხალხს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის დაწყებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ულოცავს.
„ევროპის გზა ქართველი ხალხისთვის ღიაა. უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ. გილოცავთ“,_წერს ლიტვის პრეზიდენტი.
აღნიშნულ საკითხს ასევე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლუბიმორ ზაორიალეკი.
„საქართველოსთვის ევროპა უკვე უვიზოდ არის ხელმისაწვდომი. მინდა ქართველ ხალხს ეს დღე მივულოცო“, _წერს ის.
როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში 90 დღით უვიზოდ გამგზავრება დღეიდან შეუძლიათ.
ამავე თემაზე:
ევროპიდან ევროპისკენ _ გზა, რომელიც საქართველომ წარმატებით გაიარა
რეკომენდაციები საგარეო საქმეთა მინისტრისგან ევროპის ქვეყნებში გამგზავრების მსურველებს