ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული სსიპ-ი _ ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო 30 მარტს უნდა ამოქმედდეს.უნდა ამოქმედდეს.
სააგენტო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.
თავად სააგენტოს უფროსი, პარლამენტის მიერ მიღებული კანონით დადგენილი წესით, 3 თვის ვადაში დაინიშნება. კანონის მიხედვით, სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. დანიშვნამდე კი, უფროსის კანდიდატურას სპეციალური კომისია შეარჩევს. თავის მხრივ, კომისიას არჩევანის გაკეთება იმ სამ კანდიდატს შორის მოუწევს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი შეარჩევს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved