“თურმე, გიგის ცოლი ვგონივარ და ციხეში რომ მყავდა ქმარი იმაზე მელაპარაკება” _ “ტაბულას”დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი მალტაში მომხდარი კურიოზული შემთხვევის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
“მალტაზე ერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი გამესაუბრა, ადრე შენახვედრი ვარ – ერთხელ, 2006 წელს. მომიკითხა, როგორც ხარო, წონაში დაგიკლია, ალბათ, ინერვიულეო (კარგად ინფორმირებულია ქართულ ამბებზე და ვიფიქრე იცის, აგიზგიზებული კოცონის ამბავი).
არა, რას ამბობთ, არ მინერვიულია – უბრალოდ თქვენ რომ გნახეთ, ბავშვი მყავდა ახალი გაჩენილი, ეგ რა სანერვიულო იყო, მთავარია საქმე გამოვიდეს, ერთადერთი რაც აღსანიშნავია, როგორი მიზოგენურია ჩვენი საზოგადოება – თორემ სხვა მხრივ, სახალისო დასაკვირვებელიც კი იყო ეგ პანიკა მეთქი.
მიყურებს გაკვირვებული. თურმე, გიგის ცოლი ვგონივარ და ციხეში რომ მყავდა ქმარი იმაზე მელაპარაკება. მის წარმოდგენაში, მაგაზე ვპასუხობდი, რომ მაგრად მეკიდა”, – წერს ჩერგოლეიშვილი.