25 წლის თორნიკე წაქაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს. თორნიკე, 26 თებერვალს, ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა და ამჟამად ინგოროყვას სახელობის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
უკვე გახარჯულია საყოველთაო ჯანდაცვით გათვალისწინებული დაზღვევის თანხები, ოჯახს კი მისი მკურნალობისთვის აუცილებელი თანხა არ აქვს.
დიაგნოზის მიხედვით, თორნიკეს აქვს ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა და შეშუპება, ტრავმული ინტრავერებრული და სუბარაქნოიდული ჰემორაგია, ქვედა ყბის მოტეხილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, პნევმოთორაქსი, პრევმომედიასტინუმი, მუხლის დახურული ტრავმა, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ტრავმული შოკი, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
ვისაც გაქვთ ოჯახის დახმარების ფინანსური შესაძლებლობა, გადავარჩინოთ ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე.
თორნიკეს დასახმარებლად „საქართველოს ბანკში“ გახსნილია ანგარიში, სადაც ნებისმიერ ვალუტაში (ლარი, დოლარი, ევრო) შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა:
GE92GB0000000176977400
მიმღები: დავარი კიცა (თორნიკეს დედა)
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:
557 71 61 42 -დავარი კიცა