THE GUARDIAN -ის ინფორმაციით, ადამიანის უფლებების დამცველი, ადვოკატი ამალ ქლუნი „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ჩადენილი დანაშაულების დამადასტურებელი მტკიცებულებების შენარჩუნებისა და შეგროვების მნიშვნელობაზე საუბრობს, რაც ტერორისტული დაჯგუფების გასამართლებისთვის აუცილებელია.
„ყველა მტკიცებულება დაიკარგება, თუ მალე არ შეგროვდა“,_ამბობს ქლუნი.
როგორც ცნობილია, 50-მდე მასობრივი საფლავია აღმოჩენილი, მაგრამ ადვოკატის თქმით, მტკიცებულებებს შეგროვება სჭირდება.
„დაღუპული ადამიანების ნათესავები მასობრივ სასაფლაოებს აბინძურებენ, როდესაც ნეშტის ამოთხრას ცდილობენ. ზეწოლა მიმდინარეობს თვითმხილველებზეც, რომლებიც დევნის გამო დუმილს ირჩევენ“,_ამბობს ის.
მისივე თქმით, 8-იდან 40 წლამდე ასაკის იეზიდ გოგონებს „ისლამური სახელმწიფო“ მონების ბაზარზე ყიდის. ასევე ხშირია ჯგუფური გაუპატიურების შემთხვევებიც.
„მიმაჩნია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ჩადენილი დანაშაულები, განსაკუთრებით კი ერაყში, ჩვენი თაობის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საშინელებაა. შუა საუკუნეების ტიპის ძალადობის ჩადენა, როდესაც მონებს ბაზარზე ყიდიდნენ. ეს არის ერაყის მთავრობის, გაერთიანებული ერების და საერთაშორისო სამართლის გამოცდა“,_აცხადებს კლუნი.